ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება (ფოტოგალერეა)

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ უკვე განხორციელდა 3 ფრენა. ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა რამდენიმე საათის წინ ჩამოიშალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები