თეიმურაზ მღებრიშვილი: ევაკუაცია გრძელდება – სტიქიის ზონაში 400 მეხანძრე მაშველია მობილიზებული

400 მეხანძრე მაშველია მობილიზებული სტიქიის ზონაში – 70-მდე მოქალაქე გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე, – ამის შესახებ შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

„ამ დროისთვის 400 მეხანძრე მაშველია მობილიზებული სტიქიის ზონაში, ასევე ადგილზეა ვერტმფრენი. ამ დროისთვის გამოყვანილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 70-მდე მოქალაქე. გრძელდება ევაკუაცია“,- აღნიშნა მღებრიშვილმა.

ცნობისთვის, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ცოტა ხნის წინ ჩამოიშალა. სტიქიის ზონაში ვერტმფრენები უკვე ჩაფრინდნენ. ადგილზე შსს-ს დანაყოფები და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, ასევე, ხდება დამატებითი ტექნიკის მობილიზება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები