შსს-ს ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონიდან 40-მდე ადამიანია გამოყვანილი (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონიდან 40-მდე ადამიანია გამოყვანილი.

უწყების ცნობით, ამ წუთებში ადგილზე აქტიური სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ცოტა ხნის წინ ჩამოიშალა. სტიქიის ზონაში ვერტმფრენები უკვე ჩაფრინდნენ. ადგილზე შსს-ს დანაყოფები და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, ასევე, ხდება დამატებითი ტექნიკის მობილიზება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები