შოვში, სტიქიის ზონაში ვერტმფრენები უკვე ჩაფრინდნენ. ადგილზე შსს-ს დანაყოფები და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, ასევე, ხდება დამატებითი ტექნიკის მობილიზება.
სტიქიის ზონაში ასევე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ონის მერის, სერგო ხიდეშელის თქმით, პირველ რიგში მთავარია მოქალაქეების უსაფრთხო ზონაში გადაყვანა.
“ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ვერტმფრენები ადგილზეა. უკვე იწყებენ მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას, ისინი განთავსდებიან მიმდებარე სასტუმროებში. შემდეგ დაიწყება სხვა სამუშაოები, დაითვლება ზარალი, დაშავებულებზე დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გაქვს”, – განაცხადა მერმა.
ცნობისთვის, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ცოტა ხნის წინ ჩამოიშალა.