ონის მერი: სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი წუთი-წუთზე იქნება უკვე ადგილზე და მოხდება კურორტის ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების გადმოყვანა უსაფრთხო ადგილზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მოქალაქეების ევაკუაცია უახლოეს ხანში დაიწყება.

„ჩამოიშალა მიწის დიდი მასა და დაგუბების შედეგად ასევე წყლის მასა წამოვიდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები, მათ შორის, საპოლიციო ძალები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ასევე სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი წუთი-წუთზე იქნება უკვე ადგილზე და მოხდება კურორტის ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების გადმოყვანა უსაფრთხო ადგილზე. საევაკუაციო გეგმა, რა თქმა უნდა, სამაშველო სამსახურთან ერთად შემუშავდა. რაც შეეხება დაშავებულებს, ამაზე კონკრეტულად ვერ გაგცემთ პასუხს, რადგან არ გამაჩნია დაზუსტებული ინფორმაცია“, – განაცხადა ონის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები