გოგი მეშველიანმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი  გოგი მეშველიანი  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მერთან გიორგი წიკლაურთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა .

„აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებაში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.საერთო ჯამში აღნიშნული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 3 741 505 ლარს, რაც ფინანსდება როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან“,- აღნიშნა გოგი მეშველიანმა.

სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება სოფლების: ჯიგრაშენის, პატარა და დიდი ირაგას მისასვლელ გზებს.

ეწყობა სოფლების: სამღერეთის, იფნარას , შიხილოსა და ახალშენის დამაკავშირებელი 2.5 კილომეტრიანი ბეტონის გზა.

სოფელ ჯორჯიაშვილში კი 1400მ სიგრძის და 4,5მ სიგანის შიდა სასოფლო გზა მოეწყო. გარდა ამისა პროექტის ფარგლებში გაკეთდება ცხაურები, გადასასვლელები და სანიაღვრეები.

ქალაქ თეთრწყაროში გრიგორიანის ქუჩაზე 490მ სიგრძის გზა დაიგო , მოეწყო სანიაღვრეები ორივე მხარეს თავისი ცხაურებით და გვერდულებით.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები