ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში, ნინო წილოსანის ინიციატივით, მეწარმე ქალებისთვის სასწავლო ტრენინგ-კურსი გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის ინიციატივით, სსიპ აწარმოე საქართველოში და ააიპ სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი – როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი“ სასწავლო ტრენინგ-კურსი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების მიზანს წარმოადგენს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალებისათვის მეწარმეობის განვითარებაზე მიმართული სახელმწიფო პროგრამების გაცნობა და მათი დაკავშირება ისეთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ფონდებთან, რომლებიც ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების, მათი გააქტიურების, საზოგადოების განვითარებაში ჩართულობის გაზრდის მიმართულებით მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები