რუსლან მელაძის სახელობის ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი, მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონია

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდს, მაგიდის ჩოგბურთში, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზუგდიდში, საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, სპორტის სხვადასხვა სახეობაში დასავლეთისა და აღმოსავლეთის რეგიონის გამარჯვებულ სკოლებს შორის ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა, წარმატებით იასპარეზა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

„მინდა მივულოცო სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდს, რომლებმაც საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვეს. მუნიციპალიტეტში, აქტიურად გავაგრძელებთ სპორტსმენების მხარდაჭერას და მათთვის სათანადო პირობების შექმნას. დარწმუნებული ვარ, წინ არაერთი გამარჯვება გველის!“, – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები