საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

 სოფელ შიბლიანს მალე ახალი მრავალფუნქციური და რეკრეაციული არეალი დაამშვენებს. ადგილობრივი ახალგაზრდების სურვილის გათვალისწინებითა და მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერით, პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა, პირველ მოადგილე ემზარი კუჭუაშვილთან ერთად, სამუშაოები ადგილზე მოინახულა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა,  მოსაზრებები მოისმინა და  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სიზუსტით დაცვისკენ მოუწოდა.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, რომლის ღირებულება 215 012  ლარია და სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “გლობალ სტანდარტმშენი” ახორციელებს.

აღნიშნულ ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები