ფოთის მერი: ქალაქის სისუფთავეზე ზრუნვა ფოთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია

ქალაქის სისუფთავეზე ზრუნვა ფოთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ფოთს ქუჩის მრავალფუნქციური მექანიკური დამგველი და დასუფთავებისთვის საჭირო ახალი სპეციალიზებული ტექნიკა გადმოეცა, რაც მყარი ნარჩენების მართვის პროცესის ეფექტურობისათვის მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობით განახლებული ავტოპარკით, ფოთში დასუფთავების სამუშაოები უფრო ეფექტურად სრულდება. ასევე, მოსახლეობის საჭიროებებზე უფრო სწრაფი რეაგირება გახდა შესაძლებელი. მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, რომელიც ქალაქის სისუფთავესა და კეთილმოწყობაზე ყოველდღიურად ზრუნავს“, – განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.
მათივე ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები