საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი “ზე-კართან” მაღალმთიან აჭარაში მეთერთმეტედ ჩატარდება

საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი “ზე-კართან”, რომელიც 2013 წელს შუახევის მუნიციპალიტეტში, რეჟისორ ვახტანგ ბერიძის იდეითა და ორგანიზებით დაფუძნდა, 4-6  სექტემბერსმაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში – შუახევში, ხულოსა და ქედაში წელს უკვე მეთერთმეტედ ჩატარდება.

ფესტივალი  4 სექტემბერს, შუახევში გაიხსნება და 6 სექტემბერს ხულოში დაიხურება.

წლევანდელ ფესტივალში 25 ავტორი მონაწილეობს, რომლებიც მკითხველის წინაშე ლიტერატურული დისკუსიების, ლექციებისა თუ საჯარო კითხვის ფორმატში წარდგებიან. წელს ფესტივალს უკრაინელი და თურქი მონაწილეებიც შეუერთდებიან.

მონაწილე ავტორები: ნესტან ნენე კვინიკაძე, დათო გორგილაძე, გიორგი კეკელიძე, ბელა ქებურია, დათოტურაშვილი, მარინა თექთუმანიძე, გვანცა ჯობავა, ანა კორძაია სამადაშვილი, გურამ ოდიშარია, ზვიადკვარაცხელია, ეკა ტოგონიძე, მაკა ლდოკონენი, ნატალია ტროხიმი, ჰარუნ ჩიმქე, დინა ოგანოვა, თამუნაგეგეშიძე, მარი კორინთელი, როინ აბუსერიძე, სულხან წულუკიძე, ნანა აკობიძე, ესმა მანია, ნინიანადირაძე, ნინო სამყურაშვილი, ნინო მოდრეკილაძე, გიო ზედვაკელი.

ლიტერატურული პროგრამის პარალელურად მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვაც.  აღსანიშნავია, რომ მაღალმთიან აჭარაში ამ დრომდე არ არის წიგნის მაღაზია, რაც აღნიშნულ ბაზრობას ადგილობრივებისთვის კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.

ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება ზაზა ხალვაშის ფილმის „ნამე“ ჩვენება ფრიდონ და ზაზა ხალვაშების ხელოვნების სივრცეში; ფოტოხელოვან დინა ოგანოვას ფოტო გამოფენა; თბილისის ქალთა გუნდის კონცერტი; რეწვის ნიმუშების გამოფენა, ფოლკლორული კონცერტები.

საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ჩასატარებელი ფესტივალების საგრანტო კონკურსის” გამარჯვებულია.

ასევე ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერია, შუახევის კულტურის ცენტრი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები