მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ,,მუსიკალურ საღამოებს” საჩხერემაც უმასპინძლა
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ,,მუსიკალურ საღამოებს” საჩხერემაც უმასპინძლა. მრავალფეროვანი ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ანი კეკუა, თიკა მახალდიანი და Goofyland-ის ბენდი, – ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.
“ღონისძიება ყველა თაობის ადამიანზე იყო გათვლილი. ბავშვებისთვის მოეწყო სხვადასხვა გასართობი სივრცეები. ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს. ცეცხლოვანი შოუ-საღამოს კულმინაციის ნაწილი იყო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.