თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ცეცხლი ავტომობილს გაუჩნდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. გაზგასამართი სადგურის გარდა დაზიანდა გვერდით მდებარე მაღაზიის შენობაც.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამაშველო ჯგუფები და პოლიცია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
გამოძიება სსკ-ის 240 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.