ზურაბ ჯაფარიძესა და მისი პარტიის წევრს, ნიკა მოსიაშვილს სასამართლომ სახდელის სახით 2 500-2 500 ლარი დააკისრა
“გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის წევრი, ნიკა მოსიაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ მათ ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500 – 2 500 ლარი დააკისრა.
ცნობისთვის, “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე 8 მარტს პარლამენტთან დააკავეს. მას “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.