“დიდი ხანია, პოლიტიკაში ვარ, მაგრამ ასეთ ვითარებას პირველად შევესწარი. ევროკავშირმა საკმაო დრო დახარჯა იმაზე საუბარში, თუ როგორ არ შეიძლება სხვა სახელმწიფოთა შიდა საქმეებში ჩარევა, ამავე დროს კი თავად აკეთებენ ზუსტად იმავეს, კიდევ უარესს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანიმ გადაცემაში „იმედის კვირა“ ისაუბრა.
„საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს, შეიძლება ბრიუსელში ქალბატონი ურსულა და სახალხო პარტიის რამდენიმე წევრი არ გიჟდებიან მათზე. ეს გასაგებია, რადგან ევროპის სახალხო პარტიის მთავარი მეგობარი საქართველოში სააკაშვილი მართლმსაჯულების სისტემამ განსაჯა და ის საარჩევნო კამპანიის წარმოების ფორმაში მთლად ვერ არის, მაგრამ სამართალი სამართალია. ჩვენ მართლმსაჯულებას პატივი უნდა ვცეთ, ევროპის სახალხო პარტიას კი ვურჩევდი – ნაკლები სანქციები და მეტი დისკუსია. სხვა სახელმწიფოს ხელისუფლებისთვის, სხვა სახელმწიფოს მოსახლეობისთვის სანქციების დაწესება არასოდეს არის შედეგის მომტანი.
მე მახსოვს საქართველოში არჩევნებამდე ზოგი ევროპელი ელჩიც კი საქართველოში პირდაპირ შანტაჟს ეწეოდა – „არ დაუჭერთ მხარს იმ კანდიდატს, ვინც ჩვენ გვსურს და წაგართმევთ ვიზას“. თავისთავად მათ ეს ვერ გაბედეს. ევროპარლამენტარების ფუნქცია, მათ შორის ჩემი ფრაქციის, არის საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა.
ეს არ არის ევროპარლამენტართა საქმე მიუთითონ სლოვაკ ხალხს მთავრობა შეინარჩუნონ თუ შეცვალონ, იმავეს ვხედავთ საქართველოშიც. ვნახე, რომ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის აწ უკვე მოვალეობის შემსრულებელი საქართველოშია. ძალიან მიკვირს, 5 კვირაში მის სახელმწიფოში არჩევნებია. ისე, როდესაც მე გავეცანი წინასწარი გამოკითხვის შედეგებს, როგორც ჩანს, ეს მისი ბოლო 5 კვირაა ამ თანამდებობაზე. არ სჯობს საარჩევნო კამპანია საკუთარ ქვეყანაში აწარმოო იმას, რომ წახვიდე საქართველოში და თქვა, „შეიცვალოს ხელისუფლება?“ – აღნიშნა ტიერი მარიანიმ.