ვაკის პარკის საქმე – ორი დაკავებულის პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართება
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ორი პირის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხებიან.
გამოძიების შეკითხვებს კომპანია “ელემსის” წარმომადგენლები უპასუხებენ.
დაკავებულებს გამოძიება ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და სამსახურებრივ გულგრილობას ედავება.