გორში სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
გორში სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ქუჩის სიგრძე 689 მეტრია.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ტროტუარების, მიერთებებისა და ეზოებში შესასვლელების რეაბილიტაცია.
სულხან – საბა ორბელიანის ქუჩაზე გადადგილებისას მძღოლებსა და ფეხითმოსიარულეებს პრობლემები აღარ ექმნებათ.