ყვარელში, ილიას ტბაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

ყვარელში, ილიას ტბაზე 32 წლის მამაკაცი დაიხრჩო.

არსებული ინფორმაციით, ორი მეგობარი ტბაში საბანაოდ შევიდა, თუმცა ერთ-ერთმა წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო.

როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი წყლიდან ამოასვენეს.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები