უბედური შემთხვევა სამტრედიაში – მაშველებმა მდინარეში მოზარდის ცხედარი იპოვეს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მე-11 კლასის მოსწავლე მეგობრებთან ერთად მდინარე გუბისწყალზე სათევზაოდ იყო წასული, რა დროსაც ის, სავარაუდოდ, წყალში ჩავარდა.

მაშველებმა არასრულწლოვნის ცხედარი რამდენიმე საათიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შემდეგ იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი სამტრედიის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები