ელიზბარ ჯაველიძე: არავითარი დანდობა ნაცებს!
აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე სექტემბერში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არეულობას აანონსებს. როგორც ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, ნაციონალური მოძრაობა საქართველოში მეიდნის მოწყობას გეგმავს. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა და ხელისუფლება ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას.
„არავითარი დანდობა ნაცებს! მე გამკვირვებია, რატომ არ ჩამოართვეს ამ მკვლელებსა და ყაჩაღებს იმ მილიარდებს, რაც მათ ხალხს მოჰპარეს?! ჩამოართვით ნაცებს ნაძარცვი ფული! ჩამოართვით, თორემ სექტემბერში, შეიძლება არეულობაც დაიწყოს მერე, მოგვიწყობენ აქ მაიდანს და ამერიკელები იტყვიან, როგორც კიევში, ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის იბრძვისო! ჩვენ არავის არ უნდა მივცეთ უფლება, ხელი აფათუროს ჩვენს სულსა და გულში! ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა და თუ ქართველმა ხალხმა არ დაიცვა თავისი ხელისუფლება, ძალიან მძიმე შედეგებს მივიღებთ! მაგრამ ხელისუფლება უნდა გაიწმინდოს აუცილებლად, დიახ, საჭიროა წმენდა! მმართველი კოალიცია უნდა გაიწმინდოს ანტიქართული და ეკლესიის მოძულე ლიბერასტებისგან“, – აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.