„ნაცებს“ ერადერთი გზა რჩებათ – პროვოკაციები, არეულობა და პუტჩი!“

„ნაცმოძრაობა“ არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც აუცილებლად უნდა გასამართლდეს“, – აცხადებს აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. ელიზბარ ჯაველიძე პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას განცხადებასაც ეხმაურება. მისი თქმით, ბაჩო ახალაიას უფლება არ უნდა ჰქონდეს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები გააკეთოს.
„ნაცმოძრაობა“ არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც აუცილებლად უნდა გასამართლდეს. ამას წინათ, გამოვიდა პატიმარი ბაჩო ახალაია და ტელეკამერების წინაშე განაცხადა, ეს ხელისუფლება პრორუსულია, რადგან ჩემს მომხრეებსა და თანამოაზრეებს უკრაინაში რუსეთთან საბრძოლველად არ უშვებსო! ვინ მიგდია ახალაია, რომ ასეთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს? ანდა, რატომ არ ჩააკმენდინებენ ხმას ამ ჯალათს, რომელიც ახლა რუსეთ-საქართველოს შორის ახალი საომარი დაპირისპირების პროვოცირებას ცდილობს?! ცხონებული გურამ შარაძე ათი დღით დააპატიმრეს, როდესაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენილი პორნოგრაფიული პლაკატები ჩამოხია! ეს გარეწარი ახალაია კი უცხო ქვეყანაში სამხედრო დესანტის გადასხმაზე ღიად ლაპარაკობს და ვითომც არაფერი! ამ ახალაიას ბრალი უნდა დაუმძიმონ და მერე იჭიკჭიკოს გალიიდან! არადა, ეს „ნაცები“ მართლა იკრიბებიან უკრაინაში და იქ გადიან მომზადებას! გეუბნებიან, იარაღის ჟღარუნის ხმა მესმის! აბა სხვანაირად როგორ უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში?! ხალხი „ნაცებს“ არჩევნებზე ხმას არასოდეს მისცემს – ეს გამორიცხულია! ამიტომ „ნაცებს“ ერთადერთი გზა რჩებათ – პროვოკაციები, არეულობა და პუტჩი! არ შეიძლება ამ ყაჩაღებთან კუდის ქიცინი და დემოკრატიული თამაში“, – აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები