„გიორგი მარგველაშვილი არის „ტროას ცხენი“ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ!“

„გიორგი მარგველაშვილი არის „ტროას ცხენი“ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ!“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკურ მდივანთან გიგლა ბარამიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. გიგლა ბარამიძე ინტერვიუში უკრაინის მოვლენებს მიმოიხილავს. მისი თქმით, მას უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები მე-19 საუკუნის საფრანგეთსა და დიდი ბრიტანეთს ახსენებს.
„უკრაინაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი სამყარო – რუსულ-სლავური და ანგლოსაქსურ-დასავლური! ეს არის მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება! ეს არის ბრძოლა სტრატეგიული სივრცისა და ბუნებრივი სიმდიდრეებისთვის! უკრაინის მოვლენებს რომ ვუყურებ, მე მე-19 საუკუნის დიდი ბრიტანეთი და საფრაგეთი მახსენდება, ცინეტის წინააღმდეგ „ოპიუმის ომებს“ რომ აწარმოებდნენ. ომი უკრაინაში არის კლასიკური მაგალიტი, როგორ არ უნდა ჩააყოფინო ცხვირი შენს საქმეში არც მტერს და არც მოყვარეს. უკრაინა თვითონ უკრაინელებმა გაწირეს! ევროკავშირისა და ამერიკის ლიდერები, თავის დროზე იანუკოვიჩს რომ დახმარებოდნენ რამდენიმე მილიარდით, უკრაინაში ეს ომი არ მოხდებოდა! მათ კი კიევში მაიდნის მოწყობა და ზონდერაქტივისტებთან თაფლაკვერებით სირბილი არჩიეს, შედეგიც სახეზეა“! – აცხადებს გიგლა ბარამიძე ინტერვიუში. ბარამიძე ინტერვის დროს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებაც საუბრობს და მას „საერთაშორისო მაწანწალას“ უწოდებს. როგორც გიგლა ბარამიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ აცხადებს, სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო, საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში იქნებოდა ყელამდე ჩაფლული.
„კიდევ კარგი, რომ სააკაშვილი არ არის ისევ ხელისუფლებაში! ხომ წარმოგიდგენიათ, ეს საერთაშორისო მაწანწალა ახლა საქართველო-რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში იქნებოდა ყელამდე ჩაფლული“! – ამბობს გიგლა ბარამიძე. მისი თქმით, პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბსოლუტურად მართებულად იქცევა, როდესაც უკრაინას მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთებით ეხმარება.
„პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბსულუტურად მართებულად იქცევა, როდესაც უკრაინას მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთებით ეხმარება და უფრო ღრმად არ ერთვება იქ, სადაც ჩვენი ადგილი არ არის!“ – აცხადებს გიგლა ბარამიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები