შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე იაელ ბრაუნ-პივესთან.
შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის, საპარლამენტო კავშირების, კულტურის, განათლების და ვაჭრობის მიმართულებებით.
ხაზი გაესვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს პარლამენტის როლზე 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში და მიმოიხილა, ამ მხრივ, საქართველოს პროგრესი. აგრეთვე, გამოთქვა იმედი, რომ მიმდინარე წელს ქვეყანა დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს.
მხარეებმა, ასევე, განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოში მიმდინარე მოვლენები.
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ იაელ ბრაუნ-პივესმა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა. აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა თბილისში დაგეგმილი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებისთვის.