„ირაკლი ღარიბაშვილს 2 სექტემბერს უწყობენ!“

„ირაკლი ღარიბაშვილს 2 სექტემბერს უწყობენ“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი მკითხველს 23 წლის წინანდელ ფაქტებს ახსენებს, როდესაც 1991 წლის 2 სექტემბერს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას პროვოკაცია მოუწყვეს და საქმე სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ავტორი 23 წლის წინანდელ ფაქტებს იმ მოტივით იხსენებს, რომ საქართველოში ასეთი დაპირისპირება აღარ უნდა მოხდეს.
„თუ თანამედროვე პროვოკატორები მოახერხებენ ღარიბაშვილისთვის 2 სექტემბრის მოწყობას, ეს დიდი ალბათობით, საქართველოს არანაკლებ უბედურებას ნიშნავს, რადგან ამ პროვოკაციის ბოლო პრემიერის გამოცვლა-გადაყენება და ლიბერასტული ძალების ერთპიროვნული გახელისუფლება იქნება! დიახ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს „ნაცრესპუბლიკური ალიანსი – მარგველაშვილის გარნირით“ ქვეყნის სრული ბატონ-პატრონი გახდება და მერე ნახეთ თქვენ „კაზანტიპ“ – გეი- აღლუმები და ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონება! თუ ღარიბაშვილს 2 სექტემბერი მოუწყვეს, მაშინ სამარდჟამოდ დაგვავიწყებენ სამართლიანობის აღდგენასაც და ნაცდამნაშავეების დასჯასაც. ის კი არა, თითქმის 100 – პროცენტიანი გარანტიით, ვანო მერაბიშვილისა და სხვა „მატროსოველებს“ „პოლიტპატიმრებად“ შერაცხავენ და ციხიდან ზარ-ზეიმით გამოუშვებენ! საქართველომ ერთი 2 სექტემბერი ძლივს გადაიტანა და მეორეს უკვე ნამდვილად ვეღარ გაუძლებს! ასე, რომ ირაკლი ღარიბაშვილს 2 სექტემბერი ვეღარ უნდა მოუწყონ“,- ნათქვამია „ასავალ-დასავალის“ დღევანდელ ნომერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები