რუსმა მესაზღვრეებმა ოკუპირებული აფხაზეთიდან იარაღის კონტრაბანდა აღკვეთეს

კრასნოდარის მხარის მებაჟეებმა „ადლერის“ საგუშაგოს გავლით, ოკუპირებული აფხაზეთიდან იარაღის კონტრაბანდა აღკვეთეს.

აღნიშნულია, რომ რუსმა მესაზღვრეებმა „ვაზ 2107“-ის ჩხრეკისას ამოღებულია პისტოლეტი „Glock​ 1594-01“ და მისთვის განკუთვნილი 9 მმ კალიბრის 14 ვაზნა.

1977 წელს დაბადებულ მძღოლს მანქანაში აღმოჩენილი იარაღი დეკლარირებული არ ჰქონდა, ასევე მას არ გააჩნდა იარაღისა და საბრძოლო მასალების გადატანის ნებართვა.

ამოღებულია იარაღი, საბრძოლო მასალა, მანქანა.

აღძრულია ე.წ. სისხლის სამართლის საქმე „ცეცხლსასროლი იარაღის კონტრაბანდის“ მუხლით, რაც სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები