გიორგი ვოლსკი: ახალი პატრიარქი ჰყავს საქართველოს, ქართველობას, მართლმადიდებლობას და ეს მისალოცია
“ახალი პატრიარქი ჰყავს საქართველოს, ქართველობას, მართლმადიდებლობას და ეს მისალოცია”,- ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, პატრიარქის გამორჩევის პროცედურა მაღალ დონეზე ჩატარდა.
„გილოცავთ ყველას, სტუდიაშიც, ტელევიზიაშიც, ყველას, მთელს საქართველოს. ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა, ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეა და რასაკვირველია, არჩევნები. ახალი პატრიარქი ჰყავს საქართველოს, ქართველობას, მართლმადიდებლობას და ესეც მისალოცია. განსაკუთრებით, იქიდან გამომდინარე, რომ შესანიშნავ, მაღალ დონეზე ჩატარდა გამორჩევის პროცედურა და ამანაც გარკვეული სიხარული, სიმშვიდე მოიტანა საზოგადოებაში, რომელიც აღელვებული იყო. აღელვებული იყო იმიტომ, რომ ნახეთ, როდესაც ვეთხოვებოდით პატრიარქ ილია მეორეს, რამდენი ხალხი მოვიდა. რამდენი ვერ მოვიდა და იგივე განწყობა ჰქონდა. როგორი დიადი სიჩუმე იდგა ქვეყანაში, ურთიერთპატივისცემის, პატივისცემის მემკვიდრეობის მიმართ, თვითმყოფადობის მიმართ, რწმენის, ეკლესიის მიმართ და ეს სულისკვეთება გამოიხატა იმ პროცესში, რომელმაც საბოლოო ჯამში პატრიარქის გვირგვინი დაადგა აწ უკვე შიო მესამეს, რასაც ვულოცავ. ასეთ გამორჩეულობას“, – აღნიშნა ვოლსკიმ.