პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე – პატრიარქის არჩევნებზე: არავინ ჩარეულა ამ არჩევნებში და, ბუნებრივია, ვერ ჩაერეოდა
“საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს საპატრიარქო ღირსება. უძველეს დროში საქართველოს ეკლესია აყვანილი იყო საპატრიარქო ღირსებაში, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ბრძანდება კათოლიკოს-პატრიარქი”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი პატრიარქის არჩევის პროცესში არავინ ჩარეულა.
„არავინ ჩარეულა ამ არჩევნებში და, ბუნებრივია, ვერ ჩაერეოდა. ყველა მღვდელმთავრებს ჰქონდა სრული თავისუფლება, რომ საკუთარი სინდისითა და პასუხისმგებლობით ღვთის წინაშე გამოერჩია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად 3 კანდიდატს შორის ერთ-ერთი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა და ურთიერთპატივისცემა წმინდა სინოდში შენარჩუნებულია. თავად ახლად არჩეული პატრიარქი ყველას მიმართავს უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით, მიუხედავად იმისა, ვინ მისცა მას ხმა და ვინ არა. ეკლესიის ერთიანობაზე ძალიან ბევრი რამ დგას და იწყება პატრიარქის ახლად არჩეული პატრიარქის მსახურება უდიდესი პასუხისმგებლობით. ეს არის მსახურება მთელი ქართველი ერისთვის, საქართველოს ეკლესიის კიდევ უფრო წინსვლისა და წარმატებისთვის“, – აღნიშნა პროტოპრესვიტერმა.