თენგიზ შარმანაშვილი – გერმანიის ელჩზე: ყოველი ფეხის ნაბიჯზე აკეთებს იმას, რაც არის პირდაპირ საწინააღმდეგო ვენის კონვენციისა
“ყოველი ფეხის ნაბიჯზე აკეთებს იმას, რაც არის პირდაპირ საწინააღმდეგო ვენის კონვენციისა,” – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გერმანიის ელჩთან დაკავშირებით განაცხადა.
„აი, როგორ არის ცილისწამება, ყოველი ფეხის ნაბიჯზე აკეთებს იმას, რაც არის პირდაპირ საწინააღმდეგო ვენის კონვენციისა. პირველკურსელი იურისტისთვისაც კი საკმარისია დღეში ვენის კონვენციის სამი დარღვევა დაუფიქსიროს“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ სლოვაკეთში გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას სოციალურ ქსელ X-ზე პასუხობს და მას ცილისწამებად აფასებს. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სამწუხაროა ის, რაც ამ ერთმა ადამიანმა [ფიშერმა] ქართულ-გერმანულ ურთიერთობას გაუკეთა.