BBC: საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მერაბ შარიქაძე 11 წლით დისკვალიფიცირებულია

საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მერაბ შარიქაძე 11 წლით დისკვალიფიცირდა საიდუმლო სქემაში მონაწილეობისთვის, რომელიც ეროვნული ნაკრების მორაგბეებს დოპინგ-ტესტების გაყალბებაში ეხმარებოდა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

გიორგი ჭყოიძეს ექვსი წლით, ლაშა ხმალაძეს, ოთარ ლაშხს და მირიანი” მოდებაძეს სამწლიანი დისკვალიფიკაციით, ხოლო ლაშა ლომიძეს ცხრა თვით დისკვალიფიკაცია მიესაჯა.

შარიქაძემ, რომელმაც 2022 წელს კარდიფში საქართველოს ნაკრები უელსთან გამარჯვების მოპოვებაში გაიყვანა, აღიარა, რომ თანაგუნდელებს „სუფთა“ შარდს აწვდიდა.

მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს ეროვნული ტესტირების სააგენტო საქართველოს ნაკრების ექიმს, ნუცა შამათავას, წინასწარ ატყობინებდა მოსალოდნელი ტესტების შესახებ, ხოლო ის ამ ინფორმაციას შემდეგ გუნდის საერთო ჩატში აზიარებდა.

მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ინფორმაციით, World Rugby, რომელმაც 2023 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ნაკრების ნიმუშებში ანომალიები დააფიქსირა, მიიჩნევს, რომ ნიმუშების შეცვლის ეს სქემა რეკრეაციული ნარკოტიკების მოხმარების დაფარვას ემსახურებოდა.

გამოძიება, სახელწოდებით „ოპერაცია ობსიდიანი“, 2023 წელს დაიწყო და ხუთი შემთხვევა აღმოაჩინა, როდესაც მოთამაშეებმა შარდის ნიმუშები გაცვალეს.

შარიქაძემ, დისკვალიფიცირებულ მოთამაშეებს შორის ყველაზე გახმაურებულმა, მოთამაშის კარიერა მალევე, 30 წლის ასაკში დაასრულა და MMA-ს მებრძოლი გახდა, სადებიუტო ბრძოლა კი 2025 წლის ნოემბერში მოიგო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები