ზელენსკის ყოფილმა პრესმდივანმა განაცხადა, რომ 2022-ში უკრაინა დონბასის დათმობას განიხილავდა

უკრაინის პრეზიდენტის ყოფილმა პრესმდივანმა, იულია მენდელმა, განაცხადა, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, მზად იყო სტამბოლში მოლაპარაკებებზე რუსეთისთვის დათმობებზე წასულიყო.

“მე ვესაუბრე იმ ადამიანებს, რომლებიც უკრაინას წარმოადგენდნენ 2022 წელს სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე. მათ თითქმის შეთანხმებას მიაღწიეს. რაც მთავარია, ზელენსკი პირადად დათანხმდა [დონბასის] გადაცემას და იმ მომენტში შოკირებული ვიყავი. ეს ომის საშინელებებს შეაჩერებდა და ახლა ის მილიონობით მაყურებლის წინაშე დგას და ამბობს: „დონბასის დათმობა არ შემიძლია“, – ამბობს მენდელი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარყო მენდელის ბრალდებები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არ მონაწილეობდა დიპლომატიურ პროცესებში, უმაღლესი დონის გადაწყვეტილებებზე წვდომა არ ჰქონდა.

მენდელის განცხადებით, ზელენსკის კონფლიქტის დასრულების მეორე შესაძლებლობა 2022 წლის ბოლოს ჰქონდა. თუმცა, მაშინ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის კონცეფციას დაუჭირა მხარი, რომელიც კიევის დახმარებას და საომარი მოქმედებების გაგრძელებას ისახავდა მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები