ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე უკრაინული დრონების თავდასხმა დაფიქსირდა(ფოტო,ვიდეო)
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში უკრაინული დრონების რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა.
ინფორმაციას დე-ფაქტო “თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში” ადასტურებენ და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.
“არ მიუახლოვდეთ ობიექტებს, არ შეეხოთ მათ, რადგან ნამსხვრევები შეიძლება ასაფეთქებელი და რადიოაქტიური ნივთიერებებით იყოს სავსე”,- ნათქვამია ე.წ უწყების განცხადებაში.
ადგილობრივი მედიის თანახმად, 90-ზე მეტი ფრენა გადაიდო.
ტელეგრამის არხების მეშვეობით ცნობილია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის თავზე უპილოტო საფრენი აპარატები სხვადასხვა რაიონშიც დააფიქსირეს და აფეთქებების ხმები გაიგეს.
ამასთან, აფხაზეთ-რუსეთის “საზღვარი”, დრონების თავდასხმების საფრთხის გამო, დაკეტილი იყო.


