ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში 20 წლის ბიჭი მოკლეს. ახალგაზრდა სოფელში სტუმრად იმყოფებოდა.
“კურიერის” ინფორმაციით, მასპინძლებმა ის ტაქსიში ჩასვეს და გააცილეს, მას შემდეგ არავის უნახავს.
სამდღიანი ძებნის შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დამარხული იპოვეს.
“კვირა” დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.