თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო.
უწყებაში მხოლოდ ერთი პირის დაჭრის ფაქტს ადასტურებენ.
მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ვაკეში ცოტა ხნის წინ სროლა იყო. მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში მამაკაცი დაჭრეს. ის კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცმა რამდენჯერმე გაისროლა და ტერიტორია დატოვა.