ვინ არის მამაკაცი, რომელიც მეგობარი ქალის მკვლელობისთვის დააკავეს – კახეთში მომხდარის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

კახეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, უზბეკეთის მოქალაქის ცხედარი მდინარე იორთან, მრავლობითი დაზიანებებით, გამვლელებმა იპოვეს. მათი თქმით, მოკლულის ცხედარი წყალში იყო და ის სამართალდამცველებმა ამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მოკლული 55 წლის ჯანბეტა ტოლებენი, სავარაუდოდ, მისმა მეგობარმა მამაკაცმა მოკლა. მამაკაცი საქართველოს მოქალაქე გაბრიელ ხოხობაშვილია – ის რამდენიმე წელი საქართველოში არ იმყოფებოდა. პოლიციამ მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა.

დანაშაულის ზუსტ მიზეზებზე ადგილობრივები ვერ საუბრობენ, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ქალი მეგობარმა მამაკაცმა ქონების დაუფლების მიზნით მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები