საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლეს

Accident or crime scene cordon tape, police line do not cross. It is nighttime, emergency lights of police cars flashing blue, red and white in the background

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლული იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლის ქალის ცხედარი მდინარე იორთან ნახეს, მას ძალადობის კვალი აღენიშნება.

გარდაცვლილი უზბეკეთის მოქალაქეა, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობდა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, კახეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები