ოკუპანტებმა ავდიივკა დაბომბეს, არიან დაჭრილები

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ავდიივკა დაბომბეს, რის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ ​დონეცკის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ განაცხადა.

პაველ კირილენკოს ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს თითქმის მთლიანად დანგრეული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.

მისი ინფორმაციით, ავდიივკაში 1700-მდე მშვიდობიანი მოქალაქე რჩება, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობენ ევაკუაციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები