გია აბაშიძე: ჩავარდნილი აგენტის, გიორგი ბაჩიაშვილის “გადასარჩენად” ჩაერთო აგენტოკრატიაც – სენატორი ჯინ შაჰინის უტიფარი აზრით, მისი დაკავება თურმე “დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის” – საგარეო დირექტივებია დარტყმა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე და ამას კარგად იგერიებს ჩვენი ხელისუფლება
ჩავარდნილი აგენტის, გიორგი ბაჩიაშვილის “გადასარჩენად” ჩაერთო აგენტოკრატიაც – სენატორი ჯინ შაჰინის უტიფარი აზრით, მისი დაკავება თურმე “დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის”; საგარეო დირექტივებია დარტყმა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე და ამას კარგად იგერიებს ჩვენი ხელისუფლება,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ძლიერ და დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც ხალხი და ხელისუფლება ერთიანია, ვერაფერს დააკლებს უცხოელი მტრების შანტაჟი და მუქარა.
“ჩავარდნილი აგენტის, გიორგი ბაჩიაშვილის “გადასარჩენად” ჩაერთო აგენტოკრატიაც – სენატორი ჯინ შაჰინის უტიფარი აზრით, მისი დაკავება თურმე “დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის”; საგარეო დირექტივებია დარტყმა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე და ამას კარგად იგერიებს ჩვენი ხელისუფლება.
უკიდეგანო ზნეობრივ კრახზე მიუთითებს, კაპიტოლიუმის ერთ-ერთი წარმომადგენლის უსუსური მცდელობა როგორმე გაამართლოს ფულის გათეთრებაში ბრალდებული ბაჩიაშვილი. ვერანაირად გამოუვათ “დიფ სთეითის” პაიკებს გავლენა იქონიონ სუვერენული საქართველოს მართლმსაჯულებაზე და შიდა საქმეებზე.
სამართლებრივი სახელმწიფო მოქმედებს ისე, როგორ ფილიგრანულადაც იმუშავეს ჩვენმა სპეცსამსახურებმა და კანონის აღმსრულებლებმა – დააკავეს ძებნილი გიორგი ბაჩიაშვილი. ძლიერ და დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც ხალხი და ხელისუფლება ერთიანია, ვერაფერს დააკლებს უცხოელი მტრების შანტაჟი და მუქარა.”- წერს აბაშიძე.