ფოთის პორტში სამართალდამცველები მუშაობენ

ფოთის პორტში სამართალდამცველები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, პორტში, ერთ-ერთ ნავმისადგომზე, ერთ-ერთ სატვირთოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინია“ აღმოჩენილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოტიკები სატვირთოს მისაბმელში, სპეციალურად მოწყობილ საცავში იყო დამალული. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ირანის მოქალაქის მართვის ქვეშ იმყოფება.

როგორც “კვირას“ შსს-ში განუცხადეს, დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები