ხონის მუნიციპალიტეტში ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდება

ხონის მუნიციპალიტეტში ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდება.

მიუსაფარ ძაღლს, რომელმაც 18 მაისს, ხონის მუნიციპალიტეტში სამი არასრულწლოვანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა. გამოვლინდა ძაღლთან კონტაქტში მყოფი 12 პირი, რომლებსაც ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთდა.

მუნიციპალიტეტის მერის თქმით, სურსათის უვნებლობის სამსახურის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეშვეობით, მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო პროცედურა გატარდება.

„ვემზადებით დოკუმენტის მისაღებად, ფორმალური მხარე უკვე გადალახულია. ჩართულია ყველა უწყება, ვისაც ეხება კარანტინის ღონისძიებების გატარება“, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები