მარნეულში ტაქსის მძღოლი მოკლეს

მარნეულში ტაქსის მძღოლი მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე თავდამსხმელმა შუახნის მამაკაცი თბილისიდან გაიტაცა, ქვემო ქართლში იძულებით ჩაიყვანა, მოკლა და ცხედარი გადამალა.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი, მათგან ერთი არასრულწლოვანია.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები