ხობში ბოლო ზარის აღსანიშნავად მიმავალი ახალგაზრდები ავარიაში მოყვნენ

ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭენეს მე-12 კლასის მოსწავლეები ბოლო ზარს აღნიშნავდნენ. როგორც ცნობილია, მანქანა, რომლითაც ისინი მოძრაობდნენ, გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა.

დაშავებული სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები