გორმა ლაზერულ სირბილში „გლობალურ ტურს“ უმასპინძლა

გორმა ლაზერულ სირბილში „გლობალურ ტურს“ უმასპინძლა.
სპორტულ ღონისძიებაში მოზარდები საქართველოს ყველა კუთხიდან ჩაერთნენ. გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
სპორტული ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და „შიდა ქართლის თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ფედერაციის“ თანადაფინანსებით გაიმართა.
პროექტის მიზანია როგორც პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა და დაინტერესება, ასევე სპორტის აღნიშნული სახეობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.
გორის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მხარს უჭერს ყველა იმ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ასევე მათ ჩართვას სპორტულ აქტივობებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები