სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული პირები გაათავისუფლეს

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ გუშინდელ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 16 პირი თავისუფალია.

დღეს გურჯაანის სასამართლოში „ყვარლის ტბასთან“ დაკავებული 16 პირის პროცესი იყო, მათგან ორი დაკავებული მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა. რაც შეეხება დანარჩენ 14 დაკავებულს, რომლებიც დღეს ასევე გათავისუფლდნენ, მათი სასამართლო პროცესი 19 ივნისს 13:00 საათზე ჩატარდება.

ამასთან, გათავისუფლებულია პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარიაც. ის თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქცია გუშინ, დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები