გურჯაანის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 32 წლის მამაკაცი, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ვაზისუბანში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ტერიტორიაზე მოხდა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები