ვახტანგ გომელაური: პოლიციამ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 პირი დააკავა, რომელებსაც თან ჰქონდათ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამიზნული კანონსაწინააღმდეგო ნივთები

პოლიცია აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდა მოქალაქეების ზედაპირულ შემოწმებას, რის შედეგადაც დაკავდა 10 პირი. მათ საპროტესტო აქციაზე მიჰქონდათ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამიზნული კანონსაწინააღმდეგო ნივთები, მათ შორის ელექტროშოკი, ხელკეტი, ქვები და სხვადასხვა სახის პიროტექნიკა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა  ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში,  ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით   გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, 8 მარტის აქცია დაიწყო საღამოს 19:00 საათიდან, ცალკეული პირების მხრიდან პერიოდულად ისმოდა მოწოდებები ძალადობრივი ქმედებებისკენ, თუმცა შეკრება დაახლოებით 22:00 საათამდე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

„სწორედ ამიტომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით, პოლიცია აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდა მოქალაქეების ზედაპირულ შემოწმებას, რის შედეგადაც დაკავდა 10 პირი. მათ საპროტესტო აქციაზე მიჰქონდათ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამიზნული კანონსაწინააღმდეგო ნივთები, მათ შორის ელექტროშოკი, ხელკეტი, ქვები და სხვადასხვა სახის პიროტექნიკა.

8 მარტის აქცია დაიწყო საღამოს 19:00 საათიდან, ცალკეული პირების მხრიდან პერიოდულად ისმოდა მოწოდებები ძალადობრივი ქმედებებისკენ, თუმცა შეკრება დაახლოებით 22:00 საათამდე მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში.

მას შემდეგ კი, რაც ერთ-ერთმა გამომსვლელმა შეკრებილებს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებისა და პარლამენტისთვის ალყის შემორტყმისკენ მოუწოდა, აქციის მონაწილეებმა მასობრივად დაიწყეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და შენობის პიკეტირება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები