თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 6 პირი დააკავეს

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა, რომელმაც 2019 წლის შემდეგ საქართველოში პირველი პირდაპირი ავიარეისი შეასრულა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანია „აზიმუტმა” განახორციელა. პარალელურად აეროპორტის ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად აქცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები