შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ IRI-მ ან სხვა დამფინანსებელმა ღიად უთხრას საზოგადოებას, აფინანსებენ თუ არა პარტიას და ეს ფული შემთხვევით ხელფასების სახით ხომ არ მიდის პარტიულ ლიდერებთან
,,ამაზე თავად IRI-მ უნდა ისაუბროს. ვფიქრობ, რომ ეს არის შესაძლებლობა მათთვის, რომ ჩახედონ, რამდენად სწორად მიემართება ის თანხები, რომლებითაც ისინი არიან წარმოდგენილი ამ სფეროში. აქ მნიშვნელოვანია ყველანაირი გამჭვირვალობა და სიცხადის შეტანა და მნიშვნელოვანია, რომ IRI-მ ან სხვა დამფინანსებელმა ღიად საზოგადოებას უთხრას: აფინანსებენ თუ არა პარტიას და ეს ფული შემთხვევით ხელფასების სახით ხომ არ მიდის პარტიულ ლიდერებთან”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა “იმედის კვირას” ზურაბ ჯაფარიძის ტრენინგებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მათ დაფინანსებაზე საუბრისას განუცხადა.
„ამაზე თავად IRI-მ უნდა ისაუბროს. ვფიქრობ, რომ ეს არის შესაძლებლობა მათთვის, რომ ჩახედონ, რამდენად სწორად მიემართება ის თანხები, რომლებითაც ისინი არიან წარმოდგენილი ამ სფეროში. აქ მნიშვნელოვანია ყველანაირი გამჭვირვალობა და სიცხადის შეტანა და მნიშვნელოვანია, რომ IRI-მ ან სხვა დამფინანსებელმა ღიად საზოგადოებას უთხრას: აფინანსებენ თუ არა პარტიას და ეს ფული შემთხვევით ხელფასების სახით ხომ არ მიდის პარტიულ ლიდერებთან.
მეორე: ეს სემინარები, სადაც მიდის საუბარი რადიკალურ სცენარებზე, რევოლუციაზე და სადაც ახალგაზრდების გაშინაურება ხდება იარაღთან, არის თუ არა მათი თანხებით დაფინანსებული, ემიჯნებიან თუ არა ამ სემინარებს და აპირებენ თუ არა, შეწყვიტონ ურთიერთობა „გირჩთან“, – განმარტავს პაპუაშვილი.