ნინო ფოჩხუა: ბრიუსელი ცდილობს არ დაინახოს ის პროგრესი, რითაც საქართველო წინა რიგებშია, მიუხედავად ასეთი ზეწოლისა, ჩვენი ქვეყანა კვლავ განაგრძობს მზადებას ევროკავშირის წევრობისთვის და ამაში ვერც ურსულა ფონ დერ ლაიენი და ვერც ბრუსელის ბიუროკრატია ხელს ვერ შეუშლის

,,ევროკავშირი დღეს ურთულეს პერიოდს გადის. ევროპარლამენტის ბიუროკრატია მთლიანად დამოკიდებულია “დიფ სტეიტზე,” ბრმად ასრულებს მის დავალებებს”,- ამის შესახებ ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის თაობაზე სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, ევროპული ბიუროკრატია უსამართლოდ გვექცევა, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ გაფართოების ანგარიშში, რომელიც სიცრუეზეა აგებული.

„ევროკავშირი დღეს ურთულეს პერიოდს გადის. ევროპარლამენტის ბიუროკრატია მთლიანად დამოკიდებულია “დიფ სტეიტზე,” ბრმად ასრულებს მის დავალებებს, რაც არ უნდა აბსურდული იყოს ის, მაგრამ ამ ქვეყანაზე არაფერია მუდმივი, ასე რომ არც ურსულა ფონ დერ ლაიენი და არც კაია კალასი იქნებიან მუდმივად ევროპარლამენტში.

ყველა ვხედავთ თუ როგორ უსამართლოდ გვექცევა ევროპული ბიუროკრატია, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ გაფართოების ანგარიშში, რომელიც სიცრუეზეა აგებული. ბრიუსელი ცდილობს არ დაინახოს ის პროგრესი, რითაც საქართველო წინა რიგებშია. მიუხედავად ასეთი ზეწოლისა, ჩვენი ქვეყანა კვლავ განაგრძობს მზადებას ევროკავშირის წევრობისთვის და ამაში ვერც ურსულა ფონ დერ ლაიენი და ვერც ბრიუსელის ბიუროკრატია ხელს ვერ შეუშლის.“ – წერს ფოჩხუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები