ბოსნია და ჰერცეგოვინაში, მოხუცებულთა თავშესაფარში ხანძრი გაჩნდა – დაიღუპა 10 ადამიანი

ბოსნია და ჰერცეგოვინას ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მოხუცებულთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა,- ამის შესახებ “ბიბისი” ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს.

ხანძარი სამშაბათს ღამით, ტუზლას ქალაქში, მოხუცებულთა თავშესაფრის მეშვიდე სართულზე გაჩნდა.

პოლიციის პრესსპიკერის თქმით, სამედიცინო ცენტრში მკურნალობისთვის, დაახლოებით, 20 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის, მეხანძრეები, პოლიციელები, სამედიცინო პერსონალი, თანამშრომლები და სახლის ბინადრები.

პრემიერ-მინისტრმა ნერმინ ნიკშიჩმა შემთხვევას „უზარმაზარი მასშტაბის კატასტროფა“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები