ეკა სეფაშვილი: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი ჩინეთში პირდაპირ ეხმიანება საქართველოს გლობალური როლის გაზრდის პერსპექტივას
„ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი ჩინეთში, რომელიც პირდაპირ ეხმიანება საქართველოს გლობალური როლის გაზრდის პერსპექტივას”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს როლი, შეასრულოს დამაკავშირებელი ფუნქცია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
„საქართველო მსოფლიოს სთავაზობს, შეასრულოს დამაკავშირებელი როლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა”, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.